ჰელოუნი უცოეთში და ტრადიციები საქართველოში


ძალიან დიდი აჟიოტაჟია ბოლო წლების მანძილზე ჰელოვინთან დაკავშირებით
ყველა დარწმუნებულია, რომ ეს სატანის პატივსაცემი დღეა და შენც თუ აღნიშნავ, აუცილებლად ჯოჯოხეთში ამოყოფ თავს მეორე დღესვე. შარშან ისეც მოხდა, რომ ‘ჰელოვინშიკები’ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა ცემა-ტყეპით დაშალა (ცემა-ტყეპა ძალიან ქრისტიანულია, თუ ჩასარტყმელ იარაღად ჯვარს იყენებ) და ამას არანაირი კუთხიდან არანაირი გამართლება არ აქვს. და მე ჯერ კიდევ მაწუხებს კითხვა, რატომ არ დააკავეს ის დამრბევები

საეპისკოპისომ თუ მმკმ თუ მშკმ სპეციალურად საიტიც კი შექმნა, სადაც თვითონვე წერენ, რომ ჰელოვინი წარმართული დღესასწაულია და სწორედ ამიტომ უნდა დავარბიოთ. და იქ რომ თრიქ ორ თრითზე დადიან, სინამდვილეში ეშმაკებისთვის შესაწირის შეგროვებაა
უკაცრავად, მარა მაშინ მოდით ჯერ მთაში წავიდეთ და იქ ყველა დავარბიოთ, იმიტომ, რომ მთაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ძალიან ბევრი წარმართული სალოცავებიც კი. ამის გარდა, რესტორან ჰარალეს მივადგეთ და დავარბიოთ იმიტომ, რომ ჰარალე წარმართული ღმერთის სახელია და შეიძლება თავისუფლად ჩავთვალოთ, რომ მისი სახელობის რესტორნის გახსნა ნიშნავს, რომ მთელ ამ საჭმელს თანამშრომლებიც და კლიენტებიც ჰარალეს სწირავენ. ბოლოსდაბოლოს მაშინ ბერიკაობა საერთოდ მოსაშთობია. ანუ შორს ნუ მივდივართ, თუ მოსასპობია, ჩვენიდან დავიწყოთ

ძალიან სასაცილოა, რომ ამაზე საუბარი და წერა მიწევს და იმის ახსნა, რომ საქართველოში ახალგაზრდები იმიტომ არ აღნიშნავენ ჰელოვინს, რომ სატანა ყავთ სულში ჩასახლებული, ან ამერიკამ ყველას ჯადოები გაგვიკეთა, რომ გაგვასატანიკოსოს
კაი, აბა რა ჯანდაბად გვინდა ჰელოვინი?
რამდენი საყოველთაო დღესასწაული გვაქვს საქართველოში? ოღონდ ისეთი, რომელიც გასართობად არსებობს. ანუ როდესაც მთელი დღე ეკლესიაში კი არ უნდა გავატაროთ და ლოცვით დავკავდეთ მთელი დღე. უბრალოდ როდესაც უნდა გავერთოთ.

ასეთს მე მხოლოდ ერთს ვიხსენებ და ეს ახალი წელია. მთელი წლის მანძილზე ერთი საყოველთაო დღესასწაული ძალიან ცოტაა, დამეთანხმეთ. ხოდა გვინდა რაღაც დამატებით, რაღაც ახალი, თან განსხვავებული… ხოდა აგერ არის ჰელოვინი და შემოვიღეთ. შესანიშნავი იდეაა, მე რომ მკითხოთ :))


No comments:

Post a Comment