ჰელოუინი ჰოლივუდში




ვარსკვლავებსაც უყვართ ისეთი "საშინელი" დღესასწაული, როგორიც ჰელოუინია. ოქტომბრის ბოლოს დღეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ვამპირებისა და ეშმაკების დღის აღსანიშნავად სხვადასხვა წვეულებებს მიაშურეს. ამისათვის სამოსი და მაკიაჟიც შესაბამისი შეარჩიეს. 

ავსტრალიელმა მომღერალმა კაილი მინოუგიმ ჰელოუინი ნიუ იორკში იზეიმა. შეარჩია ბოროტი ფერიის ფორმა – თეთრი სახე და წითელი პომადა. ამერიკელმა მომღერალმა ფერჯიმ კი ამ დღისათვის საკუთარი გარდერობიდან კლეოპატრას კაბა გამოიღო და ზეიმზეც მასში გამოწყობილი მივიდა. 

ელიტური წვეულებების დედოფალი პერის ჰილტონი ჰელოუინ–ფართიზე პრინცესას ფორმაში გამოცხადდა. ჰოლივუდის მსახიობი ჯესიკა ალბა ბავშვის ფორმაში იყო გამოწყობილი. 

სუპერმოდელი ჰეიდი კლუმი, რომელიც ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილის დედა გახდა, მეათედ იყო ჰელოუინი–ფართის ორგანიზატორი. წვეულებაზე მასპინძელი და მისი მეუღლე, მომღერალი სილი, ყვავის ფორმებში გამოწყობილები მივიდნენ. 

კიდევ ერთ კლუბში ჰელოუინის ღამეს მომღერალი მერაია ქერი შენიშნეს, რომელიც იქ მყოფს ანგელოზის ფორმაში მოევლინა. მომღერალმა რიანამ ვეფხვის კოსტიუმი შეარჩია, რომელშიც საკმაოდ სექსუალურად გამოიყურებოდა. ჯესიკა სიმპსონმა მაროკოელი ქალის ტრადიციული სამოსი მოირგო, ხოლო მომღერალმა კიმ კარდიშიანმა პრინცესა ჟასმინის ფორმა. 

პოპულარულმა ჰოლივუდელებმა არც შვილების მორთვა–მოკაზმვა დაივიწყეს. პოპვარსკვლავმა კრისტინა აგილერამ შვილს ჩონჩხის ფორმა ჩააცვა. ანჯელინა ჯოლი მოსიარულე გვამის მაკიაჟითა და ფორმით იყო, ხოლო შვილები ჯარისკაცისა და სუპერმენის კოსტიუმებში გამოპრანჭა. 

წყარო:http://sana.ge/address/news/cat/5/id/4190/%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%20%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%95%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%A8%E1%83%98

No comments:

Post a Comment